პროექტი
პროექტის სახელწოდება:
ოქროს კვეთა და მისი გამოყენება ხელოვნებასა და ლიტერატურაში
პროექტის აქტუალობა:
მეცნიერების სხვადასხვა დარგს შორის კავშირის დამყარება; სილამაზის დანახვა რიცხვებისა
და გეომეტრიული ფიგურების მიღმა
პროექტის მიზანი:
მათემატიკის მნიშვნელობის დანახვა მეცნიერების სხვადასხვა
სფეროში და პრაქტიკაში
მონაწილეთა ასაკი:
12 – 13 წელი
ვადები/ხანგრძლივობა:
7 დღე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები
რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეს დაეხმარება კვლევა - ძიების უნარის განმტკიცებაში;
დაინახავენ მათემატიკის კავშირს სხვა დისციპლინებთან. შეიქმნება კედლის გაზეთი; გაკეთდება
სლაიდშოუ პრეზენტაციისთვის
პროექტისათვის
საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი,პროექტორი,ინტერნეტი,დამხმარე
ლიტერატურა:ვ.კოპალეიშვილის „მოგზაურობა რიცხვთა სამყაროში“
პროექტის მსვლელობა:თემას, „ოქროს კვეთა“, გავაცნობ გეომეტრიის მაგალითზე,ვანახებ მისი გამოყენებით აგებულ ნიმუშებს.შემდეგ ვთხოვ მასალის მოძიებას ინტერნეტით და მითითებულ ლიტერატურაში.მოსწავლეები გაინაწილებენ ინდივიდუალურად ვინ რომელ სფეროსთან კავშირზე მოიპოვებს მასალას, მაგ:ხელოვნებასთან, ლიტერატურასთან, ისტორიასთან,ბიოლოგიასთან.გააკეთებენ პრეზენტაციას კონკრეტული პროფილის მიხედვით. შემდეგ ერთობლივად გამოაქვეყნებენ კედლის გაზეთს
საგნებთან კავშირი:ხელოვნება, ისტორია, ლიტერატურა, ბიოლოგია
პროექტის ხელმძღვანელი:ინგა რაქვიაშვილი
ხელმძღვანელის ელ - ფოსტა:iraqviashvili@gmail.com
პროექტის ვებ - გვერდი: http://iraqviashvili.blogspot.com/
No comments:
Post a Comment